ჩვენიპროდუქცია
ვაწარმოებთ სხვადასხვა სიმკვრივისა და დანიშნულების პარალონსა და პოლიურეთანის ღრუბლს - როგორც სტანდარტულ ასორტიმენტს, ისე ინდივიდუალური შეკვეთით.
- 14–35
- სიმკვრივე
- ∞
- ფორმა და ზომა
- საცალო & საბითუმო
- შეკვეთა
რას ვაწარმოებთ
როგორც სტანდარტული ასორტიმენტი, ისე ინდივიდუალური შეკვეთა - სიმკვრივე, ზომა და ფორმა თქვენი საჭიროების მიხედვით.

სტანდარტული პარალონი 14-დან 35 სიმკვრივის ჩათვლით
რბილი და საშუალო სიმკვრივის პარალონი ავეჯისა და მატრასებისთვის. ოპტიმალური ბალანსი კომფორტსა და გამძლეობას შორის - ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი, სტაბილური ხარისხის მასალა.

მაღალი სიმკვრივის პარალონი 30-დან 35 სიმკვრივის ჩათვლით
გამძლე პროდუქცია ინტენსიური და ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ინარჩუნებს ფორმას მძიმე დატვირთვის პირობებშიც და განკუთვნილია მაღალი ექსპლუატაციის ავეჯისა და ტექნიკური მიმართულებებისთვის.

ორთოპედიული მატრასის ღრუბელი 45-დან 60 სიმკვრივის ჩათვლით
ოპტიმალური კომფორტი და სხეულის სწორი მხარდაჭერა ღამის სრულფასოვანი დასვენებისთვის.

პარალონის რულონი
პარალონის ღრუბელი შეფუთული სახით. გამოიყენება რბილი ავეჯისა და მატრასების წარმოებაში. სტანდარტული შეფუთვის ზომა: 2×1 მ. სისქე: 0.8 მმ-დან 120 მმ-მდე სიმკვრივე: 18-დან 35 სიმკვრივემდე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ზომისა და პარამეტრის დამზადება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. უპირატესობები: მარტივი ტრანსპორტირება, მოსახერხებელი საწყობში შესანახად, ეკონომიური და პრაქტიკული შეფუთვა, სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოყენება

ფერადი ღრუბელი
სხვადასხვა ფერისა და სიმკვრივის ღრუბელი, რომელიც აერთიანებს ვიზუალურ მრავალფეროვნებასა და სტაბილურ ტექნიკურ მახასიათებლებს.

ინდივიდუალური ჭრა
ვჭრით პროდუქციას სასურველი ზომისა და ფორმის მიხედვით - ზუსტად თქვენი დანიშნულებისთვის. ვამზადებთ როგორც სტანდარტულ, ისე სრულიად ინდივიდუალურ შეკვეთებს: ავეჯი, მატრასი, შეფუთვა თუ ტექნიკური დეტალები. შესაბამის სიმკვრივესა და პარამეტრებს ერთად შევარჩევთ.
ხელმისაწვდომი სიმკვრივეები
14-დან 35-მდე - შეარჩიეთ საჭირო სიხისტე. სხვა პარამეტრების მქონე პროდუქციას ვამზადებთ ინდივიდუალური შეკვეთით.
ვერ იპოვეთ საჭირო პროდუქტი?
ვამზადებთ ინდივიდუალური შეკვეთით - სასურველი სიმკვრივით, ზომითა და ფორმით. მოგვწერეთ და ერთად შევარჩევთ ოპტიმალურ გადაწყვეტას.